არქი ვუდი დიღმის მასივში
თბილისი, დიღმის მასივი, კ. ჩაჩავას ქ. 4
არქი ვუდი დიღმის მასივში
თბილისი, დიღმის მასივი, კ. ჩაჩავას ქ. 4
საცხოვრებელი კომპლექსი გამწვანებულ უბანში
არქი ვუდი თბილისის ყველაზე გამწვანებულ უბანში - დიღმის მასივში მდებარეობს. პროექტი გამოირჩევა როგორც არქიტექტურული ღირებულებებით, ასევე საუკეთესო ადგილმდებარეობით. არქი ვუდის ფასადი ბელგიური Weinberger-ის აგურით არის მოპირკეთებული. პროექტში ბინები პრემიუმ კარკასით ბარდება, რაც გულისხმობს სრულ თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილების მონტაჟი და დაბალემისიური მინები. ისევე როგორც არქის სხვა დანარჩენი პროექტები, არქი ვუდიც უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით არის აშენებული. მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნა გერმანული ბრენდის, Ytong-ის ბლოკი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის დამზადებული. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით ამ ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. იტონგის მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
ბინის არჩევა