Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

13/10/2020 _ ინტერვიუ

სამუშაო გარემო არქიში - ინტერვიუ არქის ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელთან

სამუშაო გარემო თანამშრომლების პროდუქტიულობაზე დიდ გავლენას ახდენს. წარმატებულ კომპანიას კი ზუსტად პროდუქტიული და კმაყოფილი თანამშრომლები ქმნიან. კეთილმოწყობილი ოფისი, კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასაქმებულ ადამიანებზე ზრუნვა, თანამშრომლების სოციალიზაცია, თიმბილდინგი - ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - შეიქმნას საუკეთესო გარემო თანამშრომლებისთვის, სადაც თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა, ბოლომდე გამოავლინოს და განავითაროს თავისი უნარები. საუკეთესო სამუშაოს შექმნაში დიდი წვლილი ადამიანური რესურსის მართვის სამსახურს მიუძღვის. არქი საქართველოში ის კომპანიაა, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვაში დიდ ინვესტიციას დებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს ქმნის. ანა ქურასბედიანი არქის ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძვანელია. ის აქტიურად ერთვება ყველა იმ პროცესში, რომელიც არქის თანამშრომლებს ერთმანეთთან აახლოვებს და მათ განწყობას ამაღლებს.

 


ანა, ითვალისწინებს თუ არა კომპანია არქი შრომით კოდექსს?

 

ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ არქი შრომითი კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს. ჩვენს ყველა თანამშრომელს უფორმდება შრომითი ხელშეკრულება ლეგალური სტანდარტების დაცვით და, შესაბამისად, ისინი სარგებლობენ ამ სტანდარტებით განსაზღვრული სოციალური ბენეფიტებით. არქიში დასაქმებულებს წლის განმავლობაში აქვთ 24-დღიანი ანაზღაურებადიანი შვებულება და 3 ერთდღიანი შვებულება იგივე დეიოფი. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შრომითი კოდექსი ითვალისწინებს შემდეგს: თანამშრომელი კომპანიაში 11 თვე მაინც უნდა მუშაობდეს, რომ შვებულება მოითხოვოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ კოდექსის მიერ დადგენილ ნორმებს, მაგრამ, ამავდროულად მეტად ვცდილობთ თანამშრომლების ბედნიერებაზე ვიზრუნოთ. კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიღმა, ჩვენ არქის დასაქმებულ პერსონალს დამატებით ბენეფიტებს ვთავაზობთ. თუ არქიში თანამშრომლის დასაქმებიდან 11 თვე ჯერ არ არის გასული, მას თავისუფლად შეუძლია მოითხოვოს 5-დღიანი შვებულება და დეიოფები.  

 

ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმებული პერსონალის უფლებების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. არქიში დასაქმებულს ჯანრმთელობის დაზღვევით სარგებლობა გამოსაცდელი ვადის შემდეგ შეუძლია. ხოლო ის თანამშრომელი, რომელიც სამუშაოს 70%-ს ატარებს სამშენებლო ობიექტებზე, მასზე გამოსაცდელი ვადა არ ვრცელდება. როგორც კი ეს ადამიანი კომპანიაში მუშაობას იწყებს, მას მინიმალური პაკეტით, სავალდებულო წესით ვაზღვევთ.

 

ასევე გვაქვს შინაგანაწესი, რომელიც დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას არეგულირებს.

 

რა ბენეფიტები აქვთ არქიში დასაქმებულებს?

 

არქიში დასაქმებულებს, პირველ რიგში, შესაძლებლობა აქვთ პროფესიული კუთხით განათლება მიიღონ. ეს კი როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ გამოადგებათ. თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანია ჩვენს თანამშრომლებს პროფესიულ კურსებს სთავაზობს. ეს მათ ეხმარებათ უფრო ჩაუღრმავდნენ საკუთარ პროფესიას და ამ კუთხით განვითარდნენ. არქიში ხშირად ტარდება გეგმიური, შიდა ტრენინგები, განსაკუთრებით, სერვისის მიმართულებით. თუ თანამშრომელს კონკრეტული კურსი დააინტერესებს, კომპანია მას სასურველი კურსის გავლაში დაეხმარება.

 

პროფესიულ განვითარებასთან ერთად, ჩვენს თანამშრომლებს ხელს ვუწყობთ, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრებით და საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნონ. არქიში დასაქმებულებს ხელი მიუწვდებათ ფიტპასზე. ფიტპასი ეს არის კორპორატიული მომხმარებლებისთვის გათვლილი სერვისი, სადაც კომპანიაში დასაქმებულებს შეუძლიათ სპორტულ და გამაჯანსაღებელ სერვისებზე მომსახურება ფასდაკლებით მიიღონ. ფიტპასის მიღმა არქი სნეპთანაც თანამშრომლობს. ასევე ჩვენი თანამშრომლები დიდი სიამოვნებით სარგებლობენ სასტუმროების ფასდაკლებით და დასვენების დღეებს ბედნიერად ატარებენ, დასვენებულები კი სამუშაო დღეებში უფრო პროდუქტიულები არიან.

 

ასევე გვაქვს ცნობილი არქი ქარდი. ეს უკანასკნელი როგორც ჩვენს მაცხოვრებლებზე, ასევე არქის თანამშრომლებზეც ვრცელდება. შესაბამისად, მათ საშუალება აქვთ დიდი ფასდაკლება მიიღონ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა, სასწავლო კურსები, კვება, სპორტული და გამაჯანსაღებელი სერვისები და შეიძინონ სახლისთვის საჭირო ყველა ნივთი.

 

როგორ უწყობთ ხელს თანამშრომლების სოციალიზაციას?

 

რადგანაც გვაქვს ორი ოფისი, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარეობს და ათობით დეპარტამენტი, ჩვენი თანამშრომლების დაახლოება და სოციალიზაცია აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, ხშირად ვგეგმავთ იმ უამრავ ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს არქის თანამშრომლების გაცნობასა და დამეგობრებას. მაგალითად, თვეში ერთხელ გვაქვს Happy Archi Hour, როდესაც თანამშრომლებისთვის მოულოდნელად ვაწყობთ გემრიელ ღონისძიებას და მათ ტკბილეულობაზე ვპატიჟებთ ხოლმე. მთავარი მიზანი კი არის ის, რომ თანამშრომლებს ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი და სასიამოვნო გარემო შევუქმნათ.

 

ასევე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ, რაც დასაქმებულების განწყობაზე მოქმედებს, ეს ჩვენი კეთილმოწყობილი ოფისია. ორივე ოფისის მოწყობისას გათვალისწინებულ იქნა მცენარეები. ცნობილი ფაქტია, რომ მცენარეები ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებენ. საბოლოო ჯამში კი, ჩვენ ვიღებთ ბედნიერ და პროდუქტიულ ადამიანებს.  

 

ხშირად გვაქვს გუნდური, გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები. ეს ყველა გემოვნების თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. მათი დაგეგმვისას ვითვალისწინებთ გუნდის წევრების გემოვნებას - ხან ფეხით ვმოგზაურობთ, ხან კი ისეთ ლოკაციებს ვარჩევთ, რომლებიც პასიური დასვენების მოყვარულებს მოეწონებათ.

 

და საბოლოოდ, რატომ შეიძლება მოუნდეს სამსახურის მაძიებელს დასაქმდეს არქიში?

 

ვთვლი, რომ, პირველ რიგში, იმ დადებით სამუშაო განწყობასა და გარემოს, რაც არქიშია, ჩვენი თანაშრომლები ქმნიან. გუნდი ენერგიული, გამოცდილი და მაღალკვალიფიცური ადამიანებისთ არის დაკომპლექტებული. ახალმოსულ თანამშრომელს აქ დახვდება ძალიან მეგობრული გარემო და გამოცდილი თანამშრომლები, რომელთაგან უამრავ რამეს ისწავლის. მას ექნება უამრავი ბენეფიტი, რითაც შეეძლება გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და აიმაღლოს პროფესიული უნარები. ჩვენ იმიტომ კი არ ვართ გუნდი, რომ ერთად ვმუშაობთ, ჩვენ გუნდი ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ, ვენდობით და გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. ჩვენთან ყველა დღე ბედნიერად და პროდუქტიულად იწყება.